Bookmark and Share

 

 

 

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 7
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8

FLEX-ის გაცვლითი პროგრამა

30-09-2010


5 ოქტომბერს, დილის 10 სთ-ზე ბათუმის N6 საჯარო სკოლაში (მისამართი, ფიროსმანის 5) ჩატარდება FLEX-ის გაცვლითი პროგრამის პირველი ტური.

მონაწილეობა შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის:

1)  მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს;
2)  1994 წლის 1 იანვრიდან 1996 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც  ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში;
3)  არიან საქართველოს მოქალაქეები;
4)  ფლობენ ინგლისურ ენას.

 

მიმაგრებული დოკუმენტები FLEX

 


 

მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ დაბადების მოწმობის დედანი, ერთი ახლადგადაღებული 3X4სმ ფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული.
ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ ინგლისური ენის კომპლექსური ტესტისა და რამდენიმე თემის დაწერა. ამ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საბოლოო, მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2011 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2012 წლის ივნისის თვეში.



უკან

მედია

პუბლიკაცია
მოგწონთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდი?
სულ: 368 ხმა

 

 

 
 
 
  განათლება კულტურა სპორტი