Bookmark and Share

 

 

 

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 7
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
საგნობრივი ოლიმპიადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგნობრივ ოლიმპიადას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა   და  ინგლისურ ენაში.

ოლიმპიადის მიზანია:

ა) სასწავლო პროცესის სტიმულირება - სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;

ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების  გამოვლენა, მათთვის დახმარების აღმოჩენა და წახალისება;

გ) მოსწავლეთა კლასგარეშე მუშაობის წახალისება;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.


ოლიმპიადაში, რომელიც  ორ ტურად ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  შემდეგი კლასის მოსწავლეები:

1.ქართული ენა და ლიტერატურა - VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები; 

2.ინგლისური ენა  - VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;; 

3.მათემატიკა  - VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

4.ფიზიკა  -  IX;  X;  XI-XII კლასები;  

5.ქიმია  -  X;  XI-XII კლასები;

6.ბიოლოგია - VIII; IX;  X;  XI-XII კლასები.

 რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე. 

ოლიმპიადის ორივე ტური ჩატარდება ტესტირების ფორმით.




მედია

პუბლიკაცია
მოგწონთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდი?
სულ: 368 ხმა

 

 

 
 
 
  განათლება კულტურა სპორტი