2012-02-22 10:38:19 გამარჯვებული სასკოლო კლუბების შერჩევააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო კლუბების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მიერ სულ წარმოდგენილ იქნა 75 პროექტი. წარმოდგენილი პროექტებიდან კომისიის მიერ დადგენილი ბარიერი გადალახა თორმეტმა კლუბმა.
გამარჯვებული კლუბების გამოვლების მიზნით, კომისიის წევრები 21-23 თებერვალს გამართავენ შეხვედრებს კონკურსის I ტურში გასული კლუბების წარმომადგენლებთან.
პროგრამა მეორე წელია ხორციელდება. მისი მიზანია აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში და ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. |